ბათუმის შესახებ

ბათუმი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრს 1878 წლიდან და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილს საქართველოში.

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო -ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული, ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; ის გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე.

1989 წ. - 136, 9 ათასი. უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობის საშუალო წლიური მატება დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მოსახლეობა ეროვნული შემადგენლობა (1989): ქართველი - 65,9%, რუსი - 15,4%, სომეხი - 9,8%, უკრაინელი - 2,9%, ბერძენი - 2,0%, დანარჩენი - 4%.

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტიდან . 2013 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 233374 ათასი ადამიანი. მთლიანად 2013 წელის განმავლობაში კი 1681603 ადამიანი.

ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედროვე სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. არის ბევრი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის: ბათუმის ზღვისპირა პარკი და ბათუმის ბულვარი, არაჩვეულებრივად ლამაზი და გამწვანებული ადგილები. პარკი გარშემორტყმულია ფიჭვებით და ფრანგული,მოცეკვავე აკვაპარკი,რამოდენიმე ღამის კლუბი,ბუნგალოები-ეს ყველაპერი არის ის,რაც მდებარეობს ბათუმის ბულვარზე. ბათუმის სანახაობებს შორის ასევე გამოირჩევა "26 მაისის პარკი". მახლობლად შეგიძლიათ ეწვიოთ ზოოლოგიურ განყოფილებას და ბათუმის აკვარიუმს ასევე: აჭარის მუზეუმს, ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს, ცირკსა და „ბათუმის რივიერას". პარკში არის უამრავი გასართობი და ატრაქციონი. ბათუმი იზიდავს ზღვის მოყვარულებს თავისი მზიანი და ქვიშიანი სანაპიროებით.ქალაქი გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურით და კულტურით.ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის და იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლოებები შესაძლებელია გამოვყოთ ყველაზე მასშტაბური პროექტები თავისი ბიუჯეტით და ფართობით:"სისთემ თაუერი" მრავალფუნქციური 50 სართულიანი კომპლექსი,რომელიც „ტრამპ თაუერსა" და „რედისონ ბლუ ივერიას" შორის მდებარეობს. სასტუმრო „კემპინსკის" უნიკალური პროექტი 253 ნომრით, ყველაზე დიდი გასართობი ზონით და რამდენიმე საცურაო აუზით. „ტრამპ თაუერი" - ულტრათანამედროვე 47 სართულიანი ნაგებობა რომელიც იქნება ანბანის კოშკთან, შენობაში განლაგდება სპა, ფიტნეს ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. „ბაბილონ თაუერი" - 47 სართულიანი რავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია 421 ბინით, რომელიც თავს უყრის ოფისებს, სავაჭრო ცენტრს, ფიტნეს ცენტრსა და გასართობ ობიექტებს. კოშკში განთავსდება ფეშენებელური სასტუმრო. „ჰილტონი"-მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების საერთაშორისო ოპერატორის "ჰილტონის" სასტუმრო ბათუმში იქნება 23 სართულიანი შენობა 202. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს:აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, მიწისქვეშა პარკინგს, რამდენიმე რესტორანსადა კაფეს.